STV
ახალი ამბები პოლიტიკა

ლევან ყიფიანმა თანამდებობა დატოვა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა  თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ყიფიანმა სამინისტროში ბრიფინგზე განაცხადა. ყიფიანის თქმით, მას პრემიერისადმი მიმართვა გადადგომის შესახებ უკვე მომზადებული აქვს, პრესკონფერენციის შემდეგ კანცელარიას ჩააბარებს.

როგორც მან აღნიშნა, მას არ უნდა, რომ თავისივე გუნდის წევრებთან შევიდეს დაპირიპირებაში, საუბარია პარლამენტის სპორტის კომისტეტის წევრებზე.

მან მადლობა გადაუხადა ამჟამინდელ და ყოფილ პრემიერს ბიძნა ივანიშვილს, მთლიანად გუნდს და აღნიშნა, რომ იმედია, საზოგადოება მომხდარს სწორად შეაფასებს.

მან საგანგებო პრესკონფერენცია საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული გუნდისთვის მილოცვით დაიწყო, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოპოვეს, ასევე, მადლობა გადაუხადა სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს და მისი მინისტრობის პერიოდში გაწეულ სამუშაოზე, განხორციელებულ ცვლილებებსა და მიღწევებზე ისაუბრა.

ამასთან, გუშინ ყიფიანი აცხადებდა, რომ თანამდებობიდან მისი წასვლის საკითხი არ განიხილებოდა და ის ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა მიშაობას.

ყიფიანის საქმიანობით უკმაყოფილებას გამოთქვამდა საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტი. მათ პრეტენტზიებთან დაკავშირებით ვრცელი განცხადებას გამოაქვეყნეს და პრემიერსაც მიმართეს.

შეგახსენებთ, რომ ყიფიანი სპორტის მინისტრად 2012 წლის შემოდგომიდან, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაინიშნა. ყიფიანის გადადგომით, მთავრობაში მეშვიდე მინისტრი შეიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტმა მთავრობას ნდობა ხელახლა უნდა გამოუხადოს.

ბოლო ერთ კვირაში მთავრობა უკვე სამმა მინისტრმა დატოვა – სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი, გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხორკიშვილი და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი. შავლიაშვილი მისმა მოადგილემ ნოდარ ჯავახიშვილმა ჩაანაცვლა. ყიფიანისა და ხოკრიშვილის შემცვლელი კი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დასახელდება.

Related posts

სენაკში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლების საერთო კრება ჩატარდა

რედაქტორი

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა

რედაქტორი

სასამართლო ზუგდიდის ყოფილი მერის და ყოფილი ვიცე-მერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი