STV
ვიდეოამბები

ზუგდიდის მერის ინიციატივით დღეს შავი ზღვის სანაპირო დაასუფთავეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას ინიციატივით, დღეს, დასუფთავების აქცია ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე მოეწყო. ორდღიანი შტორმის შედეგად დაბინძურებული ზღვის სანაპირო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიას განმარტებით, დასუფთავების აქცია არის მასშტაბური და მასში ათასამდე თანამშრომელი იღებდა მონაწილეობას. დღესვე დასუფთავდა ხუთ კილომეტრიანი ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლი.

Related posts

ძლერმა წვიმამ ანაკლიაში სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა

რედაქტორი

ქართული ჰანგები პორტოს ქუჩებში

რედაქტორი

“ქუჩის პიანინო” და ზაფხულის საღამო ზუგდიდის ბულვარში (ვიდეოამბავი)

რედაქტორი

დატოვე კომენტარი