STV
რეგიონი

ვინ არის ალექსანდრე მოწერელია და ვინ დაუჭირა მხარი სამეგრელოს გუბერნატორობაზე?

თხილის გადადამუშავებელთა და ექსპორტიორთა გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე მოწერელიამ 27 ივლისს STV NEWS-თან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა ის გუბერნატორის თანამდებობაზე დაინიშნოს, არ დაადასტურა. ალექსანდრე მოწერელიამ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ სამეგრელოს გუბერნატორობასთან დაკავშირებით შეთავაზება არ მიუღია და მითუმეტეს მასთან ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებიც არ მიმდინარეობს.

“პირველად მესმის თქვენგან. ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია. არაფერი საუბარი ამ თემაზე არ ყოფილა, მითუმეტეს კონსულტაციებიც”, განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ 27 ივლისს STV NEWS-თან სატელეფონო საუბრისას.

დაახლოებით ორის კვირის შემდეგ კი გადაწყვეტილება მიღებულია. ხვალ, 20 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სხვა 5 რეგიონის გუბერნატორთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალ გუბერნატორს, ალექსანდრე მოწერელიას წარადგენს.

STV NEWS-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად ალექსანდრე მოწერელია მთავრობას სოფლის მეორნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა წარუდგინა. გუბერნატორობის კანდიდატს წინააღმდეგობები ძირითადად ბიზნეს წრეების ზოგიერთ წარმომადგენლებთან ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ მის კანდიდატურაზე მინისტრები და რეგიონის დეპუტატები ერთხმად შეჯერდნენ. როგორც STV-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ალექსანდრე მოწერელიას დიდი მხარდაჭერა ჰქონდა თავად სოფლის მეურნეობის მინისტრიგან და ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრისგანაც.

საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია. პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამეგრელო-ზემო სვანეთში გუბერნატორად სწორედ ალექსანდრე მოწერელიას ხვალ წარადგენს. 21 აგვისტოს კი ალექსანდრე მოწერელია მუშაობას ოფიციალურად შეუდგება.

Related posts

ზუგდიდი ,,სუფთა მუნიციპალიტეტად“ მეორედ დასახელდა

რედაქტორი

ზუგდიდში, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

რედაქტორი

მესტიაში საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

1 კომენტარი

ინგა აგვისტო 24, 2018 at 12:13 pm

წარმატებები ბატონ ალექსანდრეს!
იმედი მაქვს ახალი გუბერნატორი ჩვენს რეგიონნში ერთ–ერთი წარმატებული იქნება, ვინაიდან მქონია პატივი მომესმინა მისი გამოსვლა, ბიზნეს–ფორუმზე სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სამინისტროების და სავაჭრო–სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან დაესვა საკითხი მცირე ფერმერების მდომარეობაზე დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ფაროსანასა და სოკოს დაავადებათა გავრცელების შესახებ. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მძიმე მდგომარეობაზე. მიმაჩნია,რომ ის ღონისძიებები რაც გატარდა სოფლის მოსახლეობის მიმართ სახელმწიფოსაგან მას უდიდესი წვლილი მიუძღვის.

პასუხი

დატოვე კომენტარი