STV
ყვითელი

მაიკლ ჯექსონის 20 წლის ქალიშვილმა ფანებს ბოდიში მოუხადა

ლეგენდარული მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის 20 წლის ქალიშვილმა, პერის ჯექსონმა ფანებს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ Harper’s Bazaar-ის სინგაპურული გამოცემის გარეკანზე გამოჩნდა. ამის შესახებ BBC წერს.

მოდელმა გამოცემის გარეკანის ფოტოები Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. პროტესტი იმან გამოიწვია, რომ ჯექსონი დათანხმდა იმ ქვეყნის ჟურნალის ყდაზე გამოჩენას, სადაც ერთნაირსქესიანთა სექსი კანონდარღვევად ითვლება.

მოდელმა მოგვიანებით პოსტი წაშალა და სოციალურ ქსელში მოიბოდიშა. „არ ვიცოდი, ვწუხვარ. მადლიერი ვიყავი ამ შესაძლებლობისთვის, მაგრამ  ახლა წავშლი პოსტს. არ მინდა, ვიყო ფარისეველი ან ვინმეს გული ვატკინო. ჩემი მხარდაჭერა LGBTQ+ საზოგადოების მიმართ, უფრო წინ დგას, ვიდრე მოდისადმი ჩემი სიყვარული. კიდევ ერთხელ, ვწუხვარ“ – დაწერა მან.

Related posts

დემნა გვასალიას ახალი კოლექცია და ბრენდი მავთულხლართების თემაზე

რედაქტორი

განსაკუთრებული ხელის თხოვნა საქართველოში-ვიდეო, რემელიც სოც ქსელში პოპულარულია

რედაქტორი

სალომე ზურაბიშვილის მოულოდნელი ზარი ხატია ბუნიათიშვილთან [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი