STV
ყვითელი

პუ­ტი­ნი ავ­სტრი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ქორწილს შტი­რი­ა­ში დაესწრო

18 აგ­ვის­ტოს რუსეთის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი ავ­სტრი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, 53 წლის კა­რინ კნა­ის­ლის ქორწილს დაესწრო. ქორ­წი­ლი შა­ბათს ავ­სტრი­ის ფე­დე­რა­ლურ მხა­რე­ში, შტი­რი­ა­ში გა­ი­მარ­თა, სა­დაც პუ­ტინ­მა, ბერ­ლი­ნი­სა­კენ მი­მა­ვალ­მა გა­და­უხ­ვია, გერ­მა­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში კი მას კან­ცლე­რი ან­გე­ლა მერ­კე­ლი მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად ელო­და.

პუ­ტი­ნის სტუმ­რო­ბის გამო, ქორ­წილ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბი მი­ი­ღეს, ავ­სტრი­ის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი სა­გან­გე­ბოდ ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ და შე­სა­ბა­მის წრთვნებს ატა­რებ­დნენ ქორ­წი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, მე­ტიც, პუ­ტი­ნის ეს­კორ­ტის გამო ავ­ტო­ბა­ნიც კი გა­და­კე­ტეს.

კა­რინ კნა­ის­ლი ავ­სტრი­ის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ უწყე­ბას გა­სუ­ლი წლის ზამ­თრი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობს. იგი 65 წლის ბიზ­ნეს­მენ ვოლ­განგ მა­ი­ლინ­გერ­ზე დაქორწინდა.

Related posts

ნათია თოდუა საერთაშორისო ფესტივალ Music Video Underground Festival-ის გამარჯვებული გახდა

რედაქტორი

მონიკა ბელუჩი 18 წლით უმცროს მხატვარზე, ნიკოლას ლეფევრიზე დაქორწინდა

რედაქტორი

დემნა გვასალიამ „ბოლო ზარის“ პერანგი წარადგინა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი