STV
ვიდეო

გიორგი გახარია – სამეგრელო უნდა გახდეს ყველაზე განვითარებული რეგიონი ჩვენს ქვეყანაში

„გარკვეული აქცენტები მინდა გავაკეთო. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთი, როგორც რეგიონი, ერთმნიშვნელონად უნდა იყოს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და წამყვანი. ამისთვის ამ რეგიონს აქვს ყველაფერი.

ამ რეგიონს ჰყავს რაც მთავარია, ძალზედ შრომისმოყვარე ხალხი, ძალზედ განათლებული ადამიანები და ყველაფერია იმისთვის რაც საჭიროა, რომ რეგიონი იყოს სწრაფად განვითარებული. ამიტომ, შერჩევის პროცესში ეს იყო ძირითადი კრიტერიუმები, რის საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ბატონი ალექსანდრე მოწერელიას შესახებ. ამას თავისი ობიექტური ახსნაც აქვს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ რეგიონში სულ უფრო და უფრო წინა პლანზე უნდა წამოიწიონ ახალგაზრდებმა. სამეგრელო-ზემო სვანეთის მომავალი არიან ახალგაზრდები.

ერთი რამე მინდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს რომ ამ ქვეყნის, საქართველოს წარმატება გაიზომება რამდენიმე კუთხიდან – განსაკუთრებით ქალაქების წარმატებული განვითარებით. რა თქმა უნდა, ეს არის თბილისი, ბათუმი და ეს უნდა იყოს, და იქნება ზუგდიდი”

Related posts

სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს ზუგდიდში ხმაური მოჰყვა (ვიდეო)

რედაქტორი

გიორგი გახარია: როგორ ვიქნები, ცოტა მეგრელები არიან [ვიდეო]

რედაქტორი

როგორ ვითარდებოდა 20 ივნისს მოვლენები? – კადრები, რომელიც არ გინახავთ [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი