STV
ექსკლუზივი

დავით კოდუა -ჩემი თანამდებობიდან წასვლით არ იცვლება ჩემი დამოკიდებულება

“ჩემი თანამდებობიდან წასვლით არ იცვლება ჩემი დამოკიდებულება სამთავრობო გუნდის მიმართ, მე ვრჩები პარტიასა და ბიუროში, საიდანაც რეგიონის ხელმძღვანელობასთან ერთად შევძლებ ჩემი წვლილი შევიტანო რეგიონში მცხოვრები თითოეული მოქალაქის უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნის საქმეში”-განაცხადა სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილემ, დაავით კოდუამ STV-თან სატელეფონო საუბარში.

“დღევანდელი მოცემულობით, ადმინისტრაციის დღის წესრიგი იქმნება იმ ადამიანების დახმარებით, რომელთა საჯარო ადმინისტრირების კუთხით დახარჯული ადამიანური რესურსის ეფექტურობის უკუგების ნორმა ნულს უტოლდებოდა ბოლო 5 წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ახალ გუბერნატორს აქვს მდიდარი cv. მას მინდა წარმატებებთან ერთად ვუსურვო ეფექტური და კომპეტენტური გუნდი, რომელიც იქნება ჩვენი რეგიონის სხვადასხვა მიმართულებით განვითარების გარანტი. ასევე მინდა ვუსურვო ცენტრალური ხელისუფლებიდან უპრეცედენტო მხარდაჭერა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან კვალიფიციური და ჰარმონიული ურთიერთობა. მჯერა, მის მომავალ გუნდს ექნება ის თვისებები და ლეგიტიმაცია, რომელიც ჩვენს რეგიონს გახდის უფრო წარმატებულს.

ჩემი თანამდებობიდან წასვლით არ იცვლება ჩემი დამოკიდებულება სამთავრობო გუნდის მიმართ, მე ვრჩები პარტიასა და ბიუროში, საიდანაც რეგიონის ხელმძღვანელობასთან ერთად შევძლებ ჩემი წვლილი შევიტანო რეგიონში მცხოვრები თითოეული მოქალაქის უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნის საქმეში. ამსთან ერთად უდიდეს მადლობას ვუხდი ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ მომცა შესაძლებლობა 5 წლის განმავლობაში ჩემი წვლილი შემეტანა რეგიონის განვითარებაში”,-განაცხადა გუბერნატორის მოადგილემ.

ცნობისათვის, დავით კოდუამ დღეს თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სამეგრელოს გუბერნატორს, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით მიმართა. სავარაუდოდა უახლოეს დღეებში თანამდებობას დაემშვიდობება ჯერ კიდევ მოქმედი გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალმა გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები წარდგენის დღეს დააანონსა. მისი განცადებით, ვაკანტურ ადგილებს მხოლოდ პროფესიონალი კადრები დაიკავებენ.

Related posts

ექსკლუზივი: ბერის, გიგა ქავთარაძის აღიარებითი ჩვენება

რედაქტორი

ექსკლუზივი: ლაშა გოგია აცხადებს, რომ ის სიმართლეს დაამტკიცებს

რედაქტორი

ზუგდიდელი ბიზნესმენი მეგის ქარდავას მიერ წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი