STV
რეგიონი

დღეს ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი Echowaves-ი იხსნება

23-26 აგვისტოს ანაკლიაში ახალი მუსიკალური ფესტივალი Echowaves-ი გაიმართება. მუსიკალური ფესტივალის კარი დღეს 19:00 საათზე გაიღება.

ამ დროის განმავლობაში 5 სცენაზე 150-მდე შემსრულებელი წარდგება მსმენელის წინაშე.

ასევე ცნობილია, რომ ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე 3 სამედიცინო პუნქტი და სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი განთავსდება.

Echowaves-ი ფესტივალი ცნობილი ევროპული ბრენდის, EXIT-ის მხარდაჭერით გაიმართება.  EXIT-ს „ ევროპის საუკეთესო ფესტივალის“ წოდება არაერთხელ აქვს მიღებული. თავად EXIT სერბეთში, 2000 წელს დაარსდა და მას საფუძვლად  დიდი სტუდენტური მოძრაობა უდევს.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, ღონისძიება სცდება მხოლოდ მუსიკალური ფესტივალის ფარგლებს. საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე, ანაკლიის სანაპიროზე, ჩამოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ კარგ მუსიკასაც მოუსმინონ და ანაკლიის სანაპირო მაქსიმალურად აითვისონ – აქ იქნება სახელოვნებო სივრცე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები და იმუშავებს აკვაპარკი. ორგანიზატორების თქმით, მაქსიმალურად იქნება დაცული საფესტივალო ცხოვრებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები.

Related posts

“ზუგდიდელი ახალგაზრდები რეჟიმის წინააღმდეგ” – “ნაციონალების” ოფისთან აქცია დაიგეგმა

რედაქტორი

“ქოცი ხარ ბიჭო?”-რულოვსის მიკროავტობუსი მძღოლებს პრობლემებს უქმნის

რედაქტორი

საზოგადოება ,,ზუგდიდვაჭრობის” აქციის მფლობელებმა საპროტესტო აქცია გამართეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი