STV
ექსკლუზივი

ექსკლუზივი: სამეგრელოს გუბერნატორის ადმინისტრაცია საკადრო ცვლილებების მოლოდინში

სამეგრელო ზემო სვანეთის სახარეო ადმინისტრაციაში ორშაბათიდან საკადრო ცვლილებები დაიწყება. როგორც STV-საკუთარი წყაროებიდან მოიპოვა ინფორმაცია, უახლოეს დღეებში ახალი გუბერნატორი საკადრო ცვლილებების განხორციელებას მოადგილეებიდან დაიწყებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორის პოსტს ამავე რეგიონის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, ირაკლი ჯიქია დაიკავებს. რაც შეეხება ამჟამად მოქმედ ვიცე-გუბერნატორს, კობა ქანთარიას, ის ახალი გუბერნატორის გუნდში რჩება, თუმცა ვიცე-გუბერნატორობიდან მეორე მოადგილის პოსტზე გადაინაცვლებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თანამდებობას ტოვებს გუბერნატორის პრეს სამსახურის ხელმძღვანელი პაატა ლაგვილავაც. STV-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პაატა ლაგვილავას შსს პრეს სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი, ტატო კუჭავა ჩაანაცვლებს.

STV პაატა ლაგვილავას დაუკავშირდა, რომელმაც არც დაადასტურა და არც უარყო გავრცელებული ინფორმაცია. ლაგვილავამ განაცხადა, რომ ის კუთვნილი შვებულებით ისარგებლებს და შემდეგ გადაწყვეტს დაუბრუნდება თუ არა სამსახურს.

ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ვაკანტური, გუბერნატორის მესამე მოადგილის პოსტს. ასევე უცნობია, შეინარჩუნებს თუ არა თანამდებობას გუბერნატორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა გვასალია.

შეგახსენებთ, რომ დაკავებული თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე გუშინ დატოვა გუბერნატორის ერთ-ერთმა მოადგილემ დავით კოდუამ.

საკადრო ცვლილებების მოლოდინშია სხვა თანამდებობის პირებიც სამხარეო ადმინისტრაციაში. ორშაბათიდან სავარაუდოდ ძველი კადრების ახლით ჩანაცვლება მოხდება.

 

Related posts

ექსკლუზივი: ბერის, გიგა ქავთარაძის აღიარებითი ჩვენება

რედაქტორი

“ძველი გუნდი” “ახალი გუნდის” წინააღმდეგ – დაპირისპირების ახალი ტალღა “ნაციონალებში”

რედაქტორი

“ის ტირანია, რომელიც სადამ ჰუსეინს ჰგავს” – სააკაშვილი გამსახურდიაზე

რედაქტორი

დატოვე კომენტარი