STV
რეგიონი

ანაკლიაში, ფესტივალ Echowaves-ზე ერთი ადამიანი ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა

ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალ  Echowaves-ზე 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით მისი გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკების ზედოზირება სახელდება. ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ჯგუფს საავადმყოფოში გადაჰყავდა, თუმცა გზაშივე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი მამაკაცი ქუთაისის სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცნობისათვის, ანაკლიის სანაპიროზე მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კიდევ ორი ახალგაზრდა გადაიყვანეს. ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანილი ახალგაზრდა მამაკაცი და გოგონა მალევე, ხელწერილის საფუძველზე გაწერეს. მათი თქმით, თავს კარგად გრძნობდნენ.

Related posts

ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება

რედაქტორი

შეიარაღებული ძალების დღე სენაკში

რედაქტორი

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი