STV
რეგიონი

ნარკოდანაშაულისთვის ანაკლიაში საქართველოს და ირანის 4 მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმე დღიანი ოპერატიული-საგამოძიებო მუშაობის შედეგად, ფესტივალის დაწყებიდან პირველივე დღეს, ირანის 2 და საქართველოს 2 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

„დაკავებული არიან ირანის მოქალაქეები: 1984 წელს დაბადებული ა.ქ. და 1995 წელს დაბადებული ირანის ს.ა, ასევე საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული ი.კ. და1980 წელს დაბადებული ბ.კ.

სამართალდამცველების მიერ დაკავებულ პირთა ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად იქნა ამოღებულია, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Related posts

ჩხოროწყუს მერმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს აღდგომა მიულოცა

რედაქტორი

აბაშაში ზესტაფონის მკვიდრს, 50 წლის კაკო რუხაძეს ეძებენ

რედაქტორი

ზუგდიდში, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი