STV
ექსკლუზივი

ექსკლუზივი: ზუგდიდში სტუმრებს ელოდებიან – რა ხდება “ქართულ ოცნებაში”?

ახალ გუბერნატორს მოყოლილი პრობლემები “ქართულ ოცნებაში” – რაზე ისაუბრებენ დღეს ზუგდიდის “ქართული ოცნების” ოფისში დახურულ კარს მიღმა?

stv-ის ცნობილი გახდა, რომ დღეს სამეგრელო ზემო-სვანეთის ადმინისტრაციაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახი კალაძე ჯერ სამხარეო ადმინისტრაციაში ახალ გუბერნატორთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდებიან. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრებიან თუ არა აღნიშნულ შეხვედრას რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კობახიძე და კალაძე “ქართული ოცნების” ზუგდიდის ოფისში აქტივთან საუბარს დახურულ კარს მიღმა გეგმავენ.

როგორც stv-სთან ინფორმირებული წყარო აღნიშნავს, არ არის გამორიცხული ოზურგეთის მსგავსად პარტია რამდენიმე აქტივისტმა დატოვოს ზუგდიდშიც.

“ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება შეხვედრა.  აქ ყველაფერი ღიად იქნება განხილული. თუ საჭიროდ ჩავთვალეთ და არ ვჭირდებით პარტიას და გუნდს, მზად ვართ დავტოვოთ პარტია”,-აცხადებს stv-სთან ერთ-ერთი აქტივისტი.

Related posts

ექსკლუზივი: სოფელ განმუხურიდან გატაცებული ორივე მამაკაცი ოჯახს დაუბრუნდა

რედაქტორი

ექსკლუზივი: ზუგდიდის საკრებულოს უბრავლესობის ერთ-ერთი წევრი ტოვებს

რედაქტორი

კახა მიქაია ალექსანდრე მოწერელიას შეხვდა – რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა ?!

რედაქტორი

დატოვე კომენტარი