STV
ვიდეო

ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ ოფისთან გამგეობიდან გათავისუფლებული პირები დახვდნენ (ვიდეო)

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ ოფისთან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერ კახა კალაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გამგეობის ყოფილი თანამშრომლები დახვდნენ.

როგორც ისინი აცხადებდნენ, სამსახურიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს და ამ საკითხზე სურდათ საუბარი. თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირობა მისცეს, რომ მათ მოგვიანებით შეხვდებიან.

მანამდე გამგეობის ყოფილ თანამშრომლებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება იყო.

ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისში პარტიის ლიდერები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და აქტივს ხვდებიან. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

Related posts

როგორ ვითარდებოდა 20 ივნისს მოვლენები? – კადრები, რომელიც არ გინახავთ [ვიდეო]

რედაქტორი

ანაკლიაში, გარდამავალ თასზე, კარატეს გუნდური ჩემპიონატი გაიმართა

dima

ეკონომიკის სამინისტრომ სოფლის საძოვრები გაასხვისა -საპროტესტო აქცია ნოჯიხევში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი