STV
რეგიონი

გუბერნატორს მერების არ სჯერა? -ალექსანდრე მოწერელია ჟურნალისტებს თანამშრომლობას სთავაზობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ჟურნალისტებს თანამშრომლებას სთავაზობს. მისი განცხადებით მედია ხშირად კონტაქტობს ხალხთან და კარგად იციან ის პრობლემებიც, რაც ადგილზე არსებობს. მედიისგან განსხვავებით კი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები მხოლოდ განხორციელებულ, ე.წ წარმატებულ პროექტებზე საუბრობენ და რეალურ, გვერდით პრობლემებს ცენტრს უმალავენ.

“მე გთავაზობთ თანამშრომლობას. მინდა ყველა იმ პრობლემის შესახებ ჩამაყენოთ საქმის კურსში, რაც ადგილზე არსებობს”-განუცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ჟურნალისტებს, რომლებიც ძირითადად რეგიონის მასშტაბით მუშაობენ.

“მოდიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ამბობენ, რომ თურმე სადღაც დასრულდა სტადიონის მშენებლობა და რომ თურმე მანდ კარგად თამაშობენ ფეხბურთს. ის თემა, რომ იგივე ადგილას მოსახლეობას არ აქვს ხიდი და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები (უფრო მნიშვნელოვანი) არ არის განხორციელებული, ამაზე არაფერს ამბობენ. აი, სწორედ ამ მიმართულებით მინდა თქვენთან ვითანამშრომლო. ამით ჩვენ მხოლოდ კარგ საქმეებს გავაკეთებთ ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობისთვის”,-განაცხადა გუშინ, ჟურნალისტებთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.

Related posts

ზუგდიდში, ბრიტანეთის საელჩოს საქმიანობის შესახებ გამოფენა მოეწყო

რედაქტორი

მდინარე რიონში 16 წლის მოზარდის საძიებო სამუშაოები მეხუთე დღეა მიმდინარეობს

რედაქტორი

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია სრულდება

რედაქტორი

2 კომენტარები

fridon gvalia აგვისტო 28, 2018 at 4:34 pm

upirveles yovlisa minda mogilocot mariamoba gfaravdet misi kalta, rac sheexeba arsebul problemebs es yvela qalaqshia da fotic ar chamouvardeba samwuxarod, fots romelsac gaachnia didi potenciali iyos mowinave qalaqebs shoris ixrchoba jaobshi, qalaqi romelic adgilze itkepneba da winsvla araaq, qalaqs romelsac ar gaachnia kino-teatri, stadioni, skveri sadac axalgazrdebs dasvenebis sashualeba eqneba, samwuxarod qalaqs patroni aryavs da iqneb yuradxeba mogvaqciot, me mjeravs tqveni da imeds vitoveb rom gamoswordeba yvelaferi, didi madloba winaswar da warmatebebs gisurvebt …

პასუხი
megi mebonia აგვისტო 29, 2018 at 2:05 pm

მე კი მინდა მჯეროდეს გუბერნატორის!რომ მართალ გულწრფელია და ხალხთან ითანამშრომლებს!სიმართლის დადგენა მხოლოდ ჩვენს წიაღში შეიძლება!ზემოთ ყველაფერი ლამაზდება!

პასუხი

დატოვე კომენტარი