STV
რეგიონი

ზუგდიდის სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებულ ირანის მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ პროკურორ მაია ჯაბუას შუამდგომლობით მოიღო.

სასამართლო პროცესი ბრალდებულის ადვოკატის მოთხოვნით დახურული იყო.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გაუპატიურების ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ორი დღის წინ, 1995 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში, თ.ტ-თან, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, სქესობრივი კავშირი იძულებით დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. გამოძიება გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.

Related posts

სენაკის სამხედრო ბაზაზე “Agile Spirit 2018” დახურვის ცერემონიალი გაიმართა

რედაქტორი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინეს

რედაქტორი

მოემატებათ თუ არა ზუგდიდის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს ხელფასები? – საკრებულო ხვალ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი