STV
რეგიონი

სოფელ კირცხში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუასთან ერთად, სოფელ კირცხის საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

სოფელ კირცხში #1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია აგვისტოს თვეში დაიწყო. პროექტს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებენ .

პროექტი , გარდა შენობის რეაბილიტაციისა, სკოლის საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის მარტში დასრულდება. სამუშაოებში ,ამ ეტაპზე, 20-ამდე ადგილობრივი მუშა-ხელია დასაქმებული,მათი რაოდენობა 50-მდე გაიზრდება. ახალი სასწავლო წლიდან სასწავლო პროცესი ლესიჭინეს #1 საჯარო სკოლის ოჩხომურის კორპუსში გაგრძელდება.

Related posts

ზუგდიდში ქალთა ეკონომიკური ფორუმი ტარდება

რედაქტორი

რა პროექტები განხორციელდება სამეგრელოში? – საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ზუგდიდში

რედაქტორი

9 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები კვლავ ძლიერ ქარს ელოდებიან

რედაქტორი

დატოვე კომენტარი