STV
ექსკლუზივი

ECHOWAVES-ის დასასრული და გაფიცული მუშები – რატომ იყო დაკეტილი აკვაპარკი 2 დღე?

ელექტრონული მუსიკის ფესტივალ “ANAKLIA ECHOWAVES” ორგანიზატორების მიერ დაქირავებული მუშახელი დღეს ტელეკამერებთან ალაპარაკდა. მათი განცხადებით, ფესტივალის ორგანიზატორებმა გამომუშავებული თანხის ნაწილი მას მერე გადაუხადეს, რაც ადგილობრივმა მუშახელმა პროტესტის ნიშნად მათთვის დაკისრებული სამუშაოები შეწყვიტა და გაფიცვა გამოაცხადა.

როგორც STV-თან ერთ-ერთმა დასაქმებულმა პირმა, ნუგზარ გაბელიამ განაცხადა მათ ოთხი დღის ნამუშევარი 250 ლარი გადაუხადეს. რაც შეეხება ღამის საათებში შესრულებულ სამუშაოებს, თანხის გაცემაზე ფესტივალის ორგანიზატორებმა უარი განაცხადეს.

“მოიმიზეზეს, რომ არ აქვთ საკმარისი თანხა და ღამის საათებში გაწეული სამუშაოებისთვის ვერაფერს ვერ გადაგვიხდიდნენ. გარდა ამისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხაც არ იყო გადახდილი. რომ არა ჩვენი პროტესტი, ალბათ ამასაც არ მოგვცემდნენ.

ფესტივალის დამთავრების შემდეგ, 27 აგვისტოს, ორშაბათს დილით გავმართეთ აქცია და საღამოს უკვე კუთვნილი, 4 დღის ნამუშევარი დაგვირიგეს. ამის შემდეგ ჩვენ დავტოვეთ იქაურობა, რადგან ღამის ნამუშევარი ასე ვთქვათ “შეგვაწერეს”.

ახლაც, ამ წუთებშიც აკვაპარკის ტერიტორიაზე განთავსებულია ფესტივალის ტექნიკა და იქიდან ვერ გააქვთ, რადგან არ ჰყავთ მანქანები და მუშახელი. ჩვენ კი არც ვაპირებთ იქ მისვლას და მათთვის დახმარების გაწევას”,-აცხადებს STV-სთან ნუგზარ გაბელია.

აღნიშნულთან დაკავშირებით STV ფესტივალის ერთ-ერთ ორგანიზატორს გიორგი ყურაშვილს დაუკავშირდა. ყურაშვილის განცხადებით, მუშახელისთვის კუთვნილი თანხები ზუსტად იმ დროს იყო გაცემული, რა დროც იყო მითითებული მათთვის დადებულ ხელშეკრულებებში. ყურაშვილს ჩვენთან საუბარში არ უხსენებია ღამის საათები, რა დროსაც მუშახელი დაკავებული იყო.

ცნობისათვის, ფესტივალის დასრულების შემდეგ განმუხურის აკვაპარკი დაკეტილი იყო. მიზეზად ფესტივალის ტექნიკური საშუალებების აღნიშნულ ტერიტორიაზე შენახვა სახელდებოდა. აკვაპარკის გარეთა პერიმეტრს პოლიციელები იცავდნან და ახლოს მისვლის საშუალებას აკვაპარკის სტუმრებს არ აძლევდნენ.

მას შემდეგ რაც STV-ს კომუნიკაცია ჰქონდა ფესტივალის ორგანიზატორებთან, რამდენიმე წუთში აკვაპარკიც გაიხსნა, თუმცა ამ დრომდე მომსახურე პერსონალისა და აკვაპარკის ვიზიტორების გარეშე.

Related posts

ექსკლუზივი: სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერის არჩევნებისთვის ემზადება?

რედაქტორი

ექსკლუზივი: ნუკრი ესართია ზუგდიდის მერიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა

რედაქტორი

ინციდენტი ზუგდიდის ბიბლიოთეკაში- ბელა ალანიას შალვა ნათელაშვილის თანაპარტიელი დაუპირისპირდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი