STV
რეგიონი

,, ჩვენ დავიღალეთ”, ,, გზა ჩვენი მომავალია” -საპროტესტო აქცია წალენჯიხის ორ სოფელში

,, ჩვენ დავიღალეთ”, ,, გზა ჩვენი მომავალია”, ,, ერთად დგომით ყველაფერი გამოვა”, ,, დაგვეხმარეთ” – ამ ტრანსფარანტებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ერთმანეთის პარალელურად საპროტესტო აქცია იმართბა.

ადგილობრივები ჭალე -ფახულანის 5 კილომეტრიანი დამაკავშირებელი გზისა და ჯვარი- მუჟავას 12 კილომეტრიანი გზის დაგებას ითხოვენ. მათი განცხადებით, არაერთხელ მიმართეს როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე სამეგრელო ზემო- სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას თუმცა პრობლემა არ მოგვარებულა.

,, ყველა ჩვენ გვატყუებს. არაფერს არ ვითხოვთ სხვას. ოკუპირებული აფხაზეთის საღვრის პირა სოფლებია, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მანქანებც ვერ შემოდიან. ვითხოვთ ელემენტალურ დახმარებას. სანამ კონკრეტულ პასუხს არ მივიღებთ არ დავიშლებით და პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართავთ,”- აცხადებენ ადგილობრივები.

აქციის მონაწილეებს სამეგრელო ზემო- სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია შეხვდა და პრობლების მინიმალურ დროში მოგვარებას დაპირდა.

Related posts

ზუგდიდის მერიაში წყალარინების პროექტის პარალელურად გზების რეაბილიტაციაზე საუბრობენ

რედაქტორი

სოფელ წაჩხურუში საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს

რედაქტორი

ანაკლიაში, ფესტივალ Echowaves-ზე ერთი ადამიანი ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი