STV
რეგიონი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ რამდენიმე საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ რამდენიმე საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერი გამოცხადდა ნარაზენი-შამადელას ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 400 000 ლარია.

ტენდერი გამოცხადდა ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულში ნარაზენის გზიდან საბეჭვაიოს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 200 000 ლარია.

აგრეთვე, ტენდერი გამოცხადდა გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების (გრიგოლიშის ცენტრიდან ზუგდიდი ყულიშკარის საავტომობილო გზამდე მე-2 ეტაპი) შესყიდვაზე.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 400 000 ლარია.

ტენდერი გამოცხადდა ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრიდან №1 სასაფლაომდე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 300 000 ლარია.

Related posts

გოლასკურში 7 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რედაქტორი

მესტიაში, ეცერისა და ცხუმარის ტყეებში ხანძარია (ვიდეო)

რედაქტორი

ინციდენტები ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი