STV
რეგიონი

ჩატარდება თუ არა ხობში მუსიკალური ფესტივალი “სიმღერა სამეგრელოზე” ჯერჯერობით უცნობია

,,ეს იყო ხობის სავიზიტო ბარათი”, “ფესტივალის დღეებში მსოფლიო რუკაზე ვჩანდით”, “ტურისტების უპრეცენდენტო რაოდენობა დაფიქსირდა და ვერ ვხვდები რატო არ უწყობს ხელს ხელისუფლება ამდაგვარი ღონისძიებების ჩატარებას”, “აქ ახალგაზრდები არავის ახსოვს”, “იმედია ჩვენს ნათქამს ფესტივალის ორგანიზატორს მიაწვდით და ისევე როგორც სხვა დროს ახლაც გაითვალისწინებს ჩვენს თხოვნას,” – აღნიშნული პოზიცია ხობის მუნიციპალიტეტში გამოკითხულმა ადამიანებმა დააფიქსირეს, რომლებიც უკვე მესამე წელია მშობლიურ ქალაქში ფესტივალის ” სიმღერა სამეგრელოზე” ჩატარებას ამაოდ ელოდებიან.

“ჩემი როგორც ერთერთი რიგითი ხობელის პოზიცია არის შემდეგი – ხობში ფესტივალი “სიმღერა სამეგრელოზე” აუცილებლად უნდა ჩატარდეს. არსებული რეალობიდან და მოცემულობიდან გამომდინარე არ გვაქვს ფუფუნება ვეზიაროთ და ცოცხლად მოვისმინოთ თუნდაც ისეთი წარმატებული ქართველი მომღერლის შემოქმედება, როგორიც თამრიკო გვერდწითელია.

მახსოვს წლების წინ ხობის პატარა სცენაზე მოვისმინე მისი ცოცხლად შესრულებული სიმღერები. არა მხოლოდ მისი. მიმაჩნია რომ ჩემი პატარა მუნიციპალიტეტი მსოფლიო რუკაზე მას შემდეგ იკითხება რაც ფესტივალი დაარსდა და ხობში ტარდება,”-აცხადებს ხობის მკვიდრი გელა პერტია.

ჩატარდება თუ არა მიმდინარე წელს ფესტივალი, აღნიშნული კითხვით STV ხობის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა. როგორც ხობის მერმა გოგი ქაჯაიამ განაცხადა, ფესტივალი ,,სიმღერა სამეგრელოზე” ხობის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას დაფინანსებით ხორციელდებოდა და ჩატარდება თუ არა წელს მუნიციპალიტეტში ფესტივალი მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

,,მოგეხსენებათ ფესტივალი ადგილობრივი ბიუჟეტით არ ფინანსდებოდა, ფესტივალს გოდერძი ბუკია ატარებდა და მას მიმართეთ,”-განაცხადა ხობის მერმა გოგი ქაჯაიამ.

STV გოდერძი ბუკიას კომენტარს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

Related posts

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები იწყება

რედაქტორი

ზუგდიდის მერია გიორგი კაპანაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

რედაქტორი

ზუგდიდის თეატრის თანამშრომელი მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე ალაპარაკდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი