STV
რეგიონი

ხაიშელებს იანვრამდე ლიცენზირებული ხე-ტყის გატანის უფლება მიეცათ

ხაიშელებს იანვრამდე ლიცენზირებული ხე-ტყის გატანის უფლება მიეცათ.ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო ზემო- სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მოადგილე ნინო ვიბლიანთან ერთად ხაიშელებს შეხვდა.

ალექსანდრე მოწერელიამ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა. მოსახლეობამ უმთავრეს პრობლემად მოჭრილი ხე-ტყის გატანა დაასახელა. გუბერნატორის გადაწყვეტილებით, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე მოჭრილი ხე-ტყის გატანას სოფელ ხაიშის მცხოვრებლები 1 იანვრამდე, ეტაპობრივად შეძლებენ. შემდეგ ტყის ინვენტარიზაცია დაიწყება.

კერძოდ, ამოქმედდება რეგულაციები, რომლებიც ალექსანდრე მოწერელიას მტკიცებით, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება მორგებული.

„ჩვენთვის მოსახლეობის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ხალხთან უშუალო კომუნიკაცია ჩვენი საქმიანობის სწორი მიმართულებით წარმართვას შეუწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ მათთან მოვედით და ადგილზე გავეცანით არსებულ საჭიროებებს. ვფიქრობთ, რომ ხალხთან დიალოგი აუცილებელია იმისთვის, რომ განვახორციელოთ მათ საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებები და მათთვის პრიორიტეტული პროექტები“, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

Related posts

გერმანიის ელჩი სამეგრელოს ვიცე-გუბერნატორს შეხვდა

რედაქტორი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სამედიცინო ამბულატორიები შენდება

რედაქტორი

მარტში ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის შეძენა მოუწევს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი