STV
ახალი ამბები

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარება დაისჯება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომელსაც მთავრობის უახლოეს სხდომაზე წარადგენენ. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მოექცევა მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში.

„დაისჯება მარიხუანის მოხმარება: საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას; ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში; არასრულწლოვნის თანდასწრებით; სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის (მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის)“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და არასრულწლოვნისთვის მარიხუანას სასყიდლით ან უსასყიდლოდ გასაღება/გადაცემა ან მარიხუანას მოხმარებაზე დაყოლიება. გარდა ამისა, გარკვეული პროფესიის ადამიანებს მარიხუანის მოხმარებისთვის ჩამოერთმევათ პროფესიული საქმიანობის უფლება და შეეზღუდებათ სამოქალაქო უფლებები.

უწყებაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული კანონპროექტი მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების (განსაკუთრებით მოზარდების) დასაცავად, მარიხუანას უკანონო ბრუნვის რისკების თავიდან ასაცილებლად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მოამზადა.

მიმდინარე წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოში მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები გააუქმა. აღნიშნული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ „გირჩის“ ლიდერების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობდა.

Related posts

„წარმატებულ ქალთა კლუბში“ ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ იმსჯელეს

რედაქტორი

რჩევები გრიპის ვირუსის დასაძლევად [ვიდეო]

რედაქტორი

იკვეთება თუ არა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში ზუგდიდის მერის ბრალეულობა?

რედაქტორი

3 კომენტარები

Tea სექტემბერი 7, 2018 at 9:26 am

Kide kargi rom movidnen gons. Es ra naxa hemma tvalebma. 2 vaji mezrdeba me imis shishi rogor unda mkondes rom hemi shvilebic am sibinzures gaekareba. Batymshi bulvarshi shua kuhashi 13, 14 clis bavshvebi radgeshi ikvnen.. Skori skorze mododa. Gaognebuli vikavi. An ra momavali dadgeba matgan. Kovelgvari mkacri kanonebi miiget rom elementaryli mainc avacilod hvens shvilebs

პასუხი
niko სექტემბერი 7, 2018 at 1:43 pm

რა სულელური “შესწორებაა!” აზრი??????? ხომ დაშვებულია???

პასუხი
ჯონი იანვარი 6, 2019 at 11:56 am

კანონს მიიღებენ სულელურს და რატომ,,ადამიანმა ესეიგი რო მოწიოს სტუმრად ყოფნისას ევროპის იმ ქვეყანაში სადაც დაშვებულია მარიხუანა და მერე ჩამოვიდა საქართველოში მას დევნას დაუწყებენ,,მარიხუანა მოხმარებიდან 30 დღის განმავლობაში შეიძლება აღმოუჩინო აფამიანს და რაა?კანონი ითვალისწინებს რამეს?მაშინ ღვინის რომ დალევს კაცი ისიც პასუხისგებაში მისცენ მეორე სამი დღის მერე,ან სიგარეტით აქოთებული კაცი რო დაგიდგება მეტროში გვერდით და ასე შემდეგ,,ამ კანონის მიღება ასე იოლი ნუ გეჩვრნებათ თქვე იდიოტებო,,თორემ ადამიანის პირად უფლებებს დაარღვევთ რაც მერე თქვენ ყელში გაგეჩხირრბათ,,ამიტომ დახვეწეთ კანონი ნორმალურად,,,

პასუხი

დატოვე კომენტარი