STV
ექსკლუზივი

ექსკლუზივი: ხობის მუნიციპალიტეტში საეკლესიო კომპლექსის გალავანი შესაძლოა ჩამოიშალოს

ხობის მუნიციპალიტეტში არსებული ყოვლადწმინდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და საკვირველმოქმედისა ნიკოლოზის საეკლესიო კომპლექსის გალავანი შესაძლოა ჩამოიშალოს.

როგორც ტაძრის წინამძღვარი STV-თან აღნიშნავს, პრობლემა მიმდინარე წლის აგვისტოში ხანგრძლივი წვიმების სედეგად წარმოიშვა. ტაძრის ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა და არსებობს საფრთხე გალავანი სამრეკლოსთან მოწყდეს.

“აგვისტოში გადაუდებელი წვიმების შედეგად მეწყერი ჩამოწვა გალავანის მხარეს, იქ სადაც სამრეკლო და სატრაპეზოა. არსებობს საფრთხე გალავანი სამრეკლოსთან მოწყდეს.თუმცა ამის მიუხედავად წირვა-ლოცვა და საღმრთო ლიტურგია არ შეჩერებულა.თუ კიდევ წვიმები იქნა ტაძარს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ გალავანი თუ მოწყდა სატრაპეზოსაც წაიყოლებს. ცენტრალური გზის მხარესაა ეს, სადაც რკინიგზაც გადის,”-აღნიშნა STV-სთან საუბარში ყოვლადწმინდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და საკვირველმოქმედისა ნიკოლოზის საეკლესიო კომპლექსის წინამზღვარმა იაკომ სურმავამ.

აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმირებულები არიან ხობის მერიაში. როგორც ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ განაცხადა, მერიამ მოიწვია გეოლოგები, რომლებიც არსებულ ვითარებას სწავლობენ და დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი რაც გეოლოგების დასკვნას დადებენ.

“ჩვენ მოვიწვიეთ გეოლოგები, რომლებიც ადგილზე მუშაობენ და სიტუაციას სწავლობენ. ყველაფერი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დასკვნა დაიდება,”-განაცხადა გოჩა ქაჯაიამ.

ცნობისათვის, ხობში მდებარე საეკლესიო კომპლექსში განთავსებულია საპატრიარქოსა და ხობისა და ფოთის მეტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის რეზიდენციაც. აღსანიშნავია ისიც, რომ საფრთხის მეტი წილი სწორედ რეზიდენციის შენობისკენ არის მოსალოდნელი.

ამავე დროს, საეკლესიო კომპლექსთან გადის სარკინიგზო მაგისტრალი, რასაც შესაძლოა ასევე დიდი საფრთხე შეექმნას.

Related posts

ექსკლუზივი: სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში შიდადაპირისპირება პიკს აღწევს

რედაქტორი

ექსკლუზივი: საოკუპაციო ხაზთან დაკავებული გულად ხუბუა გაათავისუფლეს

რედაქტორი

ექსკლუზივი: სამეგრელოს გუბერნატორის ადმინისტრაცია საკადრო ცვლილებების მოლოდინში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი