STV
ექსკლუზივი

სოფელ კახათში მიტოვებული ახალშობილი სახლის ჭიშკართან იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში გამთენიისას,  ვალერიან წურწუმიას სახლის ჭიშკართან მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ჩვილი პოლიეთილენის პარკით იყო ჩამოკიდებული.

როგორც ადგილობრივები ყვებიან ოჯახის პატრონმა პატარა ბავშვის ტირილის ხმა გაიგო, გარეთ გამოვიდა და ჩვილი ბავშვი სახლის ეზოს ჭიშკართან იყო. ჩვილს არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა. მათივე თქმით, ოჯახმა პოლიციაში დარეკა და შემდეგ პოლიციამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს გამოუძახა. ვალერიამ წურწუმია და მისი ოჯახი ამ წუთებში დარჩელის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

პატარა გოგონა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამჟამად ახალშობილთა განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

საქმზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

Related posts

მედიაჯგუფი ზუგდიდში მეგის ქარდავას მანქანით გადაადგილდება [ფოტო]

რედაქტორი

ექსკლუზივი: სამეგრელოს გუბერნატორის პრეს სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

რედაქტორი

აპირებს თუ არა მოსვლას “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ახალი გუნდით?

რედაქტორი

დატოვე კომენტარი