STV
რეგიონი

ფერების ფესტივალი სენაკში (ფოტორეპორტაჟი)

დღეს, ქალაქ სენაკში, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური სახალისო და გასართობი აქცია ფერების ფესტივალი ჩატარდა.

ახალგაზრდულ პარკში, სხვადასხვა ღონისძიებები 16:00 საათიდან დაიწყო. ჩატარდა სპორტული აქტივობები, მოხალისეებს მხიარული ანიმატორები ართობდნენ.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ყველაზე ფერად ფესტივალზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. მონაწილეები ერთმანეთს ფერადი ფხვნილებითა და საღებავებით აფერადებდნენ. ივენთს უძღვებოდა დიჯეი გიორგი თოდაძე.

დღე ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა.

Related posts

ზუგდიდში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

მედანში საავტომობილო გზის 7 კილომეტიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

რედაქტორი

რა მოხდა და რატომ დაუპირისპირდნენ “რუსთავი 2”-ს მარტვილში? [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი