STV
რეგიონი

სამეგრელოს გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა გვასალია თანამდებობას ტოვებს?

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი  ლაშა გვასალია სავარაუდოდ ხვალ თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას გუბერნიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურში ოფიციალურად არ ადასტურებენ და აცხადებენ რომ გვასალია საქმიანობას ამ დრომდე განაგრძობს.

პარალელურად კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლაშა გვასალია ამჟამად დაკავებული თანამდებობიდან ხვალ გათავისუფლდება. სანაცვლოდ ლაშა გვასალიას აქვს შეთავაზება, რომ მუშაობა ისევ გუბერნიაში გააგრძელოს, თუმცა ამჟამად ადგილობრივ თვითმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ გვასალია შეთავაზებულ თანამდებობაზე დათანხმდეს. ამაზე წინასწარ საუბარი არც მას შეუძლია და აცხადებს, რომ:

“შეიძლება დავრჩე ან შეიძლება საერთოდ წავიდე. მოკლედ, ყველაფერს ხვალ გაიგებთ”-აცხადებს ლაშა გვასალია.

ლასა გვასალია გუბერნატორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად  2015 წლის აგვისტოში დაინიშნა. იგი 2014 წელს “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. არჩევნების შემდგომ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გახდა. ასევე იყო საზოგადოებრივი აზრის დარბაზის წევრი.

Related posts

ტონი მემელის ბენდმა ზუგდიდში კონცერტი გამართა

რედაქტორი

სინოპტიკოსები საქართველოში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ

რედაქტორი

სენაკში ადიდებული მდინარის მიერ წაღებული ხიდის აღდგენა მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი