STV
რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს შეხვდა

ალექსანდრე მოწერელია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ზუგდიდის რეგიონალურ წარმომადგენელს, ჰოკან რაპის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.

,,ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელოვანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობა ჩვენს რეგიონში, რისთვისაც გიხდით მადლობას და გთავაზობთ ინტენსიურ თანამშრომლობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ ეს თანამშრომლობა იქნება წარმატებული.“ – მიმართა სამეგრელო ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ჰოკან რაპის.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გუბერნატორის პირველი მოადგილე, ირაკლი ჯიქია და მოადგილე – ნინო ვიბლიანი ესწრებოდნენ

Related posts

შსს სამეგრელოს რეგიონებში „ჭკვიანი“ კამერების განთავსებას განაგრძობს

რედაქტორი

უკავშირდება თუ არა ელექტროენერგიის გათიშვა ენგურჰესის დაზიანებას?!

რედაქტორი

სოფელ ფახულანში გაჩენილ ხანძარს 90 წელს გადაცილებული მამაკაცი ემსხვერპლა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი