STV
რეგიონი

ანაკლიაში “მომავლის ბანაკი” დაიხურა

ანაკლიაში მომავლის ბანაკი დაიხურა. ბანაკის დახურვას სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ საქართველოს მთავრობას და „მომავლის ბანაკის“ განხორციელებაში ჩართულ ყველა სტრუქტურას მადლობა გადაუხადა და მოზარდებს სიტყვით მიმართა .

ბანაკის ლიდერებმა ცნობილი მიუზიკლის „ ვერის უბნის მელოდიების „ მიხედვით საკუთარი ინტერპრეტიებით შექმნილი ფლეშმობი და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით დაიწყო და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

პროგრამა მეექვსე წელია ხორციელდება და მასში ჩართულია სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურა. პროგრამა „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და მოიცავს შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს.

საბანაკე პროგრამა 7 თემატური დღისგან შედგება და აქტივობები დაგეგმილია ბენეფიციართა ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად. პროგრამის მიზანია საგანმანათლებლო-შემეცნებითი, რეკრეაციული სპორტული და კულტურული გარემოს შექმნა და შესაბამისი აქტივობების უზრუნველყოფა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა, რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების თანატოლებთან ინტეგრაციის ხელშეწყობა.

წელს „მომავლის ბანაკი” 3 000-მდე მოზარდს უმასპინძლა.

Related posts

გიორგი შენგელია: ზუგდიდში არ იარსებებს ქუჩა, სადაც გზის პრობლემა იქნება

რედაქტორი

ზუგდიდში კონცერტ ,,პრეზიდენტის ნაძვის ხისთვის“ ემზადებიან

რედაქტორი

დარჩება თუ არა ცაიშის საჯარო სკოლა გათბობის გარეშე?! – რას ამბობენ ადგილობრივები?

რედაქტორი

დატოვე კომენტარი