STV
ექსკლუზივი

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის 11 თანამშრომელი გაათავისუფლეს

მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრიდან 11 თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულებს შორისაა ნათია ნაცარაშვილი , ზაზა ჩართოლანი, და ციოლა ნაკანი.

როგორც  სვანეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ნათია ქურდიანი STV-თან საუბარში აღნიშნავს, ბოლო პერიოდში  განსხვავებული აზრის გამო საჯარო სამსახურიდან სისტემატიურად ხდება თანამშრომლების გათავისუფლება.

“ჩვენ ყველას გვახსოვს ჰესებთან დაკავშირებით გაკეთებულოი განცხადებების გამო მიმდინარე წელს ნარგიზა ნიგურიანი გაათავისუფლეს. ახლა პროცესი გაგრძელდა და პროფესიონალებს სახლში უშვებენ. ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივ ბრძოლას. იმ შემთხვევაში თუ სამართალი ვერ ვიპოვეთ, საპროტესტო აქციებს დავიწყებთ,”-განაცხადა ქურდიანმა.

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას მესტიის მერიაში უარყოფენ და აცხადებენ რომ თანამშრომლების გათავისუფლება რეორგანიზაციის შედეგად მოხდა.

“რეორგანიზაციის შედეგად მოხდა გათავისუფლება. არანაირი პოლიტიკური ნიშნით.დამატებითი დეტალებისთვის მიმართეთ სამსახურის უფროსს გეგი ფალიანს,”-განუცხადა STV-ს მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპტონ ჟორჟოლიანმა.

გეგი ფალიანის მტკიცებით კი, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში რეორგანიზაციის შედეგად შტატები გაუქმდა, შედეგად 11 ადამიანი გათავისუფლდა. კულტურისა და ხელოვნების ცენტრში კი ამჟამად 92 ადამიანი განაგრძობს მუშაობას.

“არცერთი თანამშრომლის გათავისუფლება არ მომხდარა პოლიტიკური ნიშნით. არასაშტატო ხელშეკრულებებით იყო მოწვეული თანამშრომლები, ეს არასაჭირო შტატები გაუქმდა და ახალი, ორგანიზმი ყალიბდება და პროფესიონალი კადრებით მოხდება დაკომპლექტება. თუ ვინმე გახდება საჭირო სიამოვნებით დავაბრუნებ. სამსახურისთვის ბევრი თანამშრომელი იყო. მოვიყვანე ახალგაზრდები მოცეკვავეები, გვაქვს გეგმა და ახლებური სტრატეგია,”-განაცხადა მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელმა გეგი ფალიანმა.

Related posts

წალენიჯიხის ვიცე-მერად ცოტნე შონია დაინიშნა

რედაქტორი

კულტურის ცენტრში არსებული დარღვევები და რეაგირების გარეშე დარჩენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებები

რედაქტორი

გიორგი შენგელია მერის მოვალეობის შესრულებას ორშაბათს შეუდგება – ვინ იქნება ვიცე მერი?

რედაქტორი

დატოვე კომენტარი