STV
ექსკლუზივი

რა გახდა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი და როგორია მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა?!

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ერთ-ერთ ექთანს პაციენტის დედა გულგრილობასა და ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს. 6 წლის გოგონას დედა ყვება რომ შვილი გეგმიურ შემოწმებაზე მიიყვანა და სანამ ლაბორატორიის მედდა სამედიცინო მანიპულაციას განახორციელებდა, ნემსი თითზე მოხვდა და ამავე ნემსით გაუკეთა მოზარდს ინექცია.

“როცა ანალიზს უღებდა ვნახე რომ თითები ქონდა სისხლიანი,მივხვდი რაშიც იყო საქმე, მოვითხოვე, რომ ჩაეტარებინა კვლევა და სისხლში C ჰეპატიტი აღმოაჩნდა,”-აცახდებს მოზარდის დედა.

მედდის ოჯახის წევრები აცხადებენ რომ ქალბატონი ზუგდიდში არ იმყოფება. რაც შეეხება ბრალდებას, აღნიშნულ ფაქტს ექთნის ოჯახის წევრები ადასტურებენ და სხვა დამატებითი დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებენ.

“ვიცი მეც გავიგე. დედა სახლში არ არის. სხვა არაფერი ვიცი,”-აცხადებენ მედდის შვილები.

ზუგდიდში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშიც. როგორც ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი აცხადებს, ფაქტის მყისიერი შესწავლა და რეაგირება მოხდა, რის შემდგომაც თანამშრომელი სამსახურიდან იქნა გათავისუფლებული, ხოლო მოზარდის მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარებას დიაგნოსტიკისა და პროფილაქტიკის მიზნით კლინიკა პერიოდულად უზრუნველყოფს.

“ფაქტს ვადასტურებთ და ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოხდა. თანამშრომელი გათავისუფლებულია სამსახურიდან, რაც სეეხება მოზარდს ჩვენ ვუზრუნველყოფთ მის მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს დიაგნოზირებისა და პროფილაქტიკისთვის,”-განაცხადა სულხან ორჟონიამ.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილია ჯანდაცვის სამინისტროსთვისაც, თუმცა ამ დრომდე სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია. დაისჯება თუ არა უკვე სამსახურიდან გათავისუფლებული მედდა კონკრეტული ფაქტის გამო და რა სახის ღონისძიებები განხორციელდება მომხდართან დაკავშირებით, ამას დრო გვიჩვენებს.

Related posts

ექსკლუზივი: ზუგდიდის საკრებულოს უბრავლესობის ერთ-ერთი წევრი ტოვებს

რედაქტორი

“მაისამდე დიდი დროა”- ფიქრობს თუ არა ზუგდიდის ყოფილი მერი, ისევ მერობაზე?

რედაქტორი

ექსკლუზივი: მალხაზ თორია სამეგრელოს რეგიონის სუსის უფროსად ინიშნება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი