STV
რეგიონი

ქალაქ მარტვილში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარტვილში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდება ქალაქი მარტვილი, ნახარებაო, საელიაო, ნალეფსაო და ქვაითი, ჯამში 1 258 აბონენტი.

პროექტის ღირებულება 4 467 846 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „ექსპრესს სერვისი 208“ ასრულებს. მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა გაეცნო.

ქალაქ მარტვილში გაზიფიცირების სამუშაოები საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაფინანსებით ხორციელდება

Related posts

გახარია – ეს ხალხი წავა თავისთან სახლში და ზუგდიდელები დარჩებიან თავიანთ ახალ მერთან ერთად

რედაქტორი

მარტვილში სახალხო – საეკლესიო დღესასწაული ჭყონდიდობა აღინიშნება

რედაქტორი

აშშ ფოთის ტერმინალის მშენებლობას $50 მილიონით დააფინანსებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი