STV
ექსკლუზივი

გია გულორდავა – სახსრების ტკივილი დამეწყო და საცხოვრებლად აღმოსავლეთში მივდივარ

STV-თან პირველ კომენტარს აკეთებს ზუგდიდის უკვე გადამდგარი ვიცე-მერი გია გულორდავა. მან თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად სახსრების ტკივილი და ნესტიანი ჰაერი დაასახელა.

“მე მართლაც დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ და შეგიძლიათ ამის შესახებ მერიის პრესცენტრს მიმართოთ, თუმცა გეტყვით, სახსრების ტკივილი დამეწყო ამ ნესტიან ჰაერში და გადავწყვიტე საცხოვრებლად აღმოსავლეთ საქართველოში წავიდე”,-აცხადებს გია გულორდავა.

STV-ს კითხვაზე იცნობს თუ არა ბიზნესმენ ზურაბ კვირტიას და სმენია თუ არა მასთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებზე, გია გულორდავამ განაცხადა:

“ძალიან გთხოვთ ასეთ კითხვებს ნუ მისვამთ. არ მსმენია და არც ვიცი რა ჩანაწერებზეა საუბარი, თუმცა გიდასტურებთ, რომ ბიზნესმენ ზურაბ კვირტიას ახლოს ვიცნობ და მქონდა მასთან ურთიერთობა”-აცხადებს გია გულორდავა.

ცნობისათვის, თანამდებობის პირთა გადადგომა სავარაუდოდ სკანდალურმა აუდიო-ჩანაწერს უკავშირდება სადაც  საუბარია ე.წ. ატკატებზე. აუდიო ჩანაწერი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა, ზურაბ კვირტიამ გააკეთა.

აღნიშნულ ჩანაწერში ბიზნესმენი მაღალჩინოსანოსნებს კონკრეტული მიწის სანაცვლოდ გადახდილი გარკვეულ თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს.

Related posts

ექსკლუზივი: ხობის მუნიციპალიტეტში საეკლესიო კომპლექსის გალავანი შესაძლოა ჩამოიშალოს

რედაქტორი

გუბერნატორის ადმინისტრაციის დატოვებას კიდევ ერთი სამსახურის უფროსი აპირებს

რედაქტორი

სოფელ ცაიშის ბალნეოლოგიური კურორტით ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია დაინტერესდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი