STV
ექსკლუზივი

“მოითმინეთ და ყველაფერს გაიგებთ” -რა ხდება ზუგდიდის მერიაში?!

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზუგდიდის მერის შემდეგ გადადგომის შესახებ განცხადებას მოქმედი ვიცე-მერიც, გია გულორდავაც გააკეთებს. STV-ს სანდო წყარომ განუცხადა, რომ გია გულორდავამ საკუთარი კაბინეტის დაცლა უკვე საღამოჟამს დაიწყო, თუმცა ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.

STV ვიცე-მერის ერთ-ერთ მეგობარს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ გულორდავას ჯერჯერობით გადადგომის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა გამორიცხული არაფერია.

“ხვალ ან ზეგ თქვენც გაიგებთ ყველაფერს. ცოტაც მოითმინეთ და გაიგებთ”-აცხადებს STV-თან ვიცე მერის ერთ-ერთი მეგობარი.

ჯერჯერობით არავინ იცის თუ როგორ განვითარდება მოვლენები ზუგდიდის მერიაში და გადადგომის რა მიზეზებს დაასახელებს ზუგდიდის მერი ორშაბათს ჟურნალისტებთან, თუმცა უცნობია რატომ იღებს მსგავს გადაწყვეტილებას ვიცე-მერი გადადგომაზე.

STV-ს წყაროს ცნობით, ლაშა გოგიას მომავალ არჩევნებამდე მერის კიდევ ერთი მოადგილე მაიზერ ნანავა ჩაანაცვლებს. არჩევნები სავარაუდოდ 2019 წლის მაისში გაიმართება.

Related posts

ახალგაზრდა მამაკაცი ფესტივალ ECHOWAVES -ზე კომაში ჩავარდა (ექსკლუზიური კადრები)

რედაქტორი

ფოთის საავადმყოფოს ექიმს გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ

რედაქტორი

ექსკლუზივი: „კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ დირექტორი ნოე პერტაია თანამდებობას ტოვებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი