ზუგდიდის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალაია ადასტურებს ფარულ ჩანაწერებში მის მონაწილეობას, თუმცა წილებზე და კორუფციულ გარიგებებზე საუბარს უარყოფს.
მისი თქმით, დაპირისპირებას შეხვედრის დროს ადგილი არ ჰქონია და სხვა დამატებით დეტალებზე სამართალდამცავებთან აპირებს საუბარს.
როგორც ქობალია აცხადებს, მას უწყება ჯერ არ ჩაბარებია და საგანოძიებო სამსახურში არ დაუბარებიათ.