STV
სპორტი

ფოთში პლაჟის ფეხბურთში ღია პირველობა გაიმართა

ქალაქ ფოთში, მალთაყვის სანაპირო ზოლზე , გაიმართა ღია პირველობა პლაჟის ფეხბურთში, რომელშიც ფოთის,ზუგდიდის და ხობის 8 გუნდი მონაწილეობდა.

ფოთის ღია პირველობას პლაჟის ფეხბურთში ქალაქის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე მამუკა პაპასკირი დაესწრო.

ტურნირი ტრადიციულია და მასში მთელი ქალაქის მასშტაბით არიან ჩართული მოყვარულები.

პირველი ადგილის მფლობელი ფოთის გუნდი „ჭაბონამა“-გახდა, ხოლო მეორე ადგილი ხობის გუნდმა მოიპოვა.
გამარჯვებულებს თასები და დიპლომები გადაეცათ.

ფოთის ღია პირველობა პლაჟის ფეხბურთში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.

Related posts

ხობელი ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონია

რედაქტორი

ხობში საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩი ჩატარდა

რედაქტორი

ხობელი მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია ევროპის ჩემპიონი გახდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი