STV
რეგიონი

ლია ნაროუშვილი – მაია კალანდიას დაასამარებინეს “ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდში

“მაია კალანდიას დაასამარებინეს ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდში”-ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პოეტი ლია ნაროუშვილი ზუგდიდში, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტს.  ნაროუშვილი მომხდარ ფაქტს აფასებს და მადლობას უხდის “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერს, მაია კალანდიას “ნაციონალური მოძრაობის” საბოლოო განადგურებისთვის.

ვერ გავიგე რაგბის სათამაშოდ მოვიდა თუ კანდიდატის მოსასმენად.გარდა დაკავებული ადგილებისა ფეხზე აუარება ამომრჩეველი იდგა. დარბაზში მართალია ორი სკამი დარჩა ცარიელი, რადგან არავინ მიეკარა, არავინ ისურვა კალანდიას გვერდით დაჯდომა. მე მხოლოდ ფაქტის აღწერით შემოვიფარგლები და ვიტყვი, ზუგდიდმა ტაშით ჩაახშო აღაიობა. ზუგდიდმა ტაშით დაასამარა ნაცბანდა.

პრეზიდენტობის კანდიდატის დღევანდელი გამოსვლა იყო აკადემიური, ის მხოლოდ სიყვარულზე საუბრობდა, არჩილ თალაკვაძემ ყველა მიმართულებით მიმოიხილა საქართველოს ბედ-იღბალი.ორივე საოცრად გულწრფელი და ალალი იყო.(სიყალბეს ზუგდიდი არასოდეს არავის აპატიებს.) ყველა გამოსვლელი შთამბეჭდავი იყო.

მაპატიეთ არ მაინტერესებს ტელევიზიები რას იტყვიან,ხალხმა რაც ნახა და მოისმინა პირისპირ შეხვედრის დროს ესაა მთავარი.თუმცა უფრო მთავარია იცოდეს ყველამ, ზუგდიდი სხვანაირი ქალაქია აქ ურთიერთობის დაუწერელი კანონები მოქმედებს, აქ ზღვარს არ უნდა გადააბიჯო. მაინც მიყვარხარ მაია კალანდია. თქვენ დღეს დიდი საქმე გააკეთეთ, საბოლოოდ გაანადგურეთ ნაცბანდის ნიღაბი”,- წერს სოციალურ ქსელში, პრეზედენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი, პოეტი ლია ნაროუშვილი.

Related posts

სანდრა რულოვსი მოქალაქის მიერ დასმულ კითხვებს გაექცა [ვიდეო]

რედაქტორი

ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ [ფოტო]

რედაქტორი

44 წლის ლელა ანჯაფარიძის ოჯახი, ფოთის საავადმოყოფოს მედპერსონალს გულგრილობაში ადანაშაულებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი