STV
სოფლის მეურნეობა

სამეგრელოში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები 255 ათას ჰექტარზე გატარდა

დღეის მდგომარეობით დასავლეთ საქართველოში  610 ათასი  ფართობია  დამუშავებული, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 255 ათასი ჰექტარი. ამის შესახებ მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი აცხადებს და ამბობს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მუშაობს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები საორგანიზაციო საკოორდიანაციო შტაბი, საიდანაც ხდება ღონისძიებების მართვა.

მისივე თქმით, მუშაობს 150 ერთეული სპეციალური ტექნიკა რომლებზეც დამონტაჟებულია სპეციალური შემასხურებელი აგრეგატები.

“შეწამვლითი ღონისძიებები დაიწყო 30 აპრილიდან რომელიც მიმართული იყო მავნებლის მოზამთრე ფაზის წინააღმდეგ, საერთო ჯამში ღონისძიებები ჩატარდა 4 ეტაპად მავნებლის ზაფხულის პირველი და მეორე თაობების წინააღდეგ. დღეის მონაცემებით დასავლეთ საქართველოში დამუშავებულია 610 ათასი ჰა ფართობი, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 255 ათასი ჰექტარი ფართობი,”-აღნიშნა მესხმა.

მესხის განმარტებით, მავნებლის ბიოლოგიის გათვალისწინებით ღონისძიებები გაგრძელდება ოქტომბრის ჩათვლით. მესხის განმარტებით, აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობასთან შეხვედრები და მიეწოდებათ რეკომენდაციები მავნებლის წინააღმდეგ მექანიკური ღონისძიებების შესახებ, რათა ნაკლები ინდივიდები შევიდნენ გამოსაზამთრებელ ადგილებში როგორიცაა საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა დამხმარე შენობა-ნაგებობები. რაც შეეხება მედიკამენტებს, წამლობების დროს გამოიყენება საქართველოში რეგისტრირებული ინსექტიციდები, რომლებიც ყველაზე ეფექტურია მავნებლის წინააღმეგ თერმული ნისლის ტექნოლოგიის დროს გამოიყენება დელტამეტრინის შემცველი ინსექტიციდი ხოლო ცივი შესხურების დროს გამოიყენება ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდი.

Related posts

სამაშველო სამსახური საზოგადოებას პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს

რედაქტორი

ოკულირება და მისი წესები

რედაქტორი

ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებმა სოფლის მეურნეობის სექტორში ქალთა ჩართულობის შესახებ იმსჯელეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი