STV
სხვა ამბები

გუბერნია: “ნინო ვიბლიანისთვის მანქანა ზუგდიდის მერიას ვთხოვეთ”

“ნინო ვიბლიანი რეგიონის მთიან მხარეს, ზემო სვანეთს კურირებს. გამომდინარე აქედან საჭიროა მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალება რისი რესურსიც გუბერნატორის ადმინისტრაციას არ გააჩნია,”- ასე გამოეხმაურეს სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი ლიკა ქვარცხავაია გუბერნატორის მოადგილისთვის მანქანის გადაცემის საკითხს.

მისივე თქმით, გუბერნიამ მანქანის გადმოცემის მოთხოვით 2018 წლის 25 სექტემბერს წერილით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, რაზედაც მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გადმოცემის სამართლებრივი პროცედურები, რომლითაც ისარგებლებს გუბერნატორის მოადგილე ქალბატონი ნინო ვიბლიანი.

ცნობისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი ამდრომდე ფეხით გადაადგილდება და სახელმწიფო მანქანით არ სარგებლობს.

Related posts

გიორგი შენგელიას სარეკლამო ვიდეორგოლის საპასუხოდ, სანდრა რულოვსმა სოციალურ ქსელში 7 წლის წინ გადაღებული კლიპი ატვირთა

რედაქტორი

უღირსი პრეზიდენტი, კავკასიელი ჰუსეინი – როგორ მოიხსენიებს სააკაშვილი ზვიად გამსახურდიას

რედაქტორი

1 ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი