STV
რეგიონი

მარტვილში წმინდა გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე აღნიშნეს

დღეს მარტვილის მუნიციპალიტეტში წმინდა გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სახალხო დღესასწაულს მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელიაც დაესწრნენ.

დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა სხვადასხვა სპორტული აქტივობები. მუნიციპალიტეტის სოფლების მიერ მთავარ მოედანზე წარმოდგენილ სოფლის ნობათს ადგილობრივ ვიზიტორებთან ერთად ტურისტებიც აგემოვნებდნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა მარტვილელების მიერ წარმოდგენილი ხელნაკეთი ნივთებიც დაათვალიერა.

მოწერელიამ ცენტრალურ ქუჩაზე განთავსებული მონუმენტი ყვავილებით შეამკო, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას ესტუმრა და დღესასწაული სასულიერო პირებსაც მიულოცა.

,,მინდა, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანი თარიღი მივულოცო როგორც მარტვილის, ისე სრულიად საქართვლოს მოსახლეობას. ვისურვებდი, რომ გიორგი ჭყონდიდელის მაგალითზე, თითოეული ჩვენგანი ერის სადარაჯოზე ვიდგეთ“ – განაცხადა გუბერნატორმა.

Related posts

ზუგდიდში ბოტანიკურ ბაღისა და ეკატერინეს სასახლის აღადგენა დაიწყება

რედაქტორი

ზუგდიდის სოფლებში მოსახლეობა სოფლის კრებებზე განსახორციელებელ პროექტებს ირჩევს

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია აშშ-ს საელჩოს განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს კოორდინატორს შეხვდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი