STV
სხვა ამბები

მირანდა მესხი: “ენმ-ს ბრალდებები  საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრეტიდაციაა”

“ენმ-ს ბრალდებები  მიზანმიმართული დისკრეტიდაციაა საარჩევნო ადმინისტრაციის. ჩვენ მზად ვართ თითოეული ამომრჩევლისთვის შევქმნათ უსაფრთხო , კონფოტული გარემო და ეს ასე იქნება”- ასე გამოეხმაური ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ენმს ერთერთი ლიდერის მურთაზ ზოდელავას ბრალდებებს.

მისივე თქმით, ამდროისთვის დაწერილია 30 საჩივარი,რონელიც უკვე ცეესკოს გვერდზეა ატვირთული და მისი ნახვა ყველას შეუძლია. საჩივრების შინაარსი კი  ძირითადად დაგვიანებას შეეხება.

ცნობისთვის, ენმ-ს სამეგრელი-ზემო სვანეთის რეგიონული კოორდინატორი მურთაზ ზოდელავა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდმარის მირანდა მესხის დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს და აცხადებს რომ მესხი ” ქართული ოცნებიდანა” და ასევე თამარ ჟვანიას ნათლიმირონია, რომელიც ცდილობს ააწყოს გაყალბებების აპრობირებული მეთოდი.

მისივე მტკიცებით, საუბნო კომისიის თავმჯდომარეებზე და მდივნებზე მიმდინარეობს ზეწოლა,რადგან ისინი უარს აცხადებენ ჟვანიას უკანონი დავალების შესრულებაზე და ამ პროცესში ჩართულია როგორს სხვა საჯარო მოხელეები ასევე ძალოვანი უწყებები. მურთაზ ზოდელავას თქმით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ 140 საჩივარია დაწერილი რაც საარჩევნო ისტორიას არ ახსოვს.

Related posts

ყნოსვითი მეხსიერება… (პაპუნა შუშანიას დღიურებიდან)

რედაქტორი

CNN-ზე საქართველოს შესახებ ვებ-გვერდი შეიქმნა

რედაქტორი

ფრედერიკ ბეგბედერი: “გაატარე შემოდგომა საქართველოში”

რედაქტორი

დატოვე კომენტარი