STV
კონფლიქტი

გალის ქართულ სკოლაში დე ფაქტო აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

გალის რაიონის სოფელ მზიურის (ამჟამად ეს სოფელი აფხაზების მიერ იწოდება როგორც  შაშიკუარა) ქართული სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის გათავისუფლების 25 წლისთავი და ერის დიდი გამარჯვება პომპეზურად აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეომასალას გალის ტელევიზია ავრცელებს.

STV-ს წყაროს ცნობით, ქართული სკოლის მასწავლებლებს, ე.წ გალის რაიონის განათლების განყოფილებამ რამდენიმე დღით ადრე დაავალა გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაემართა, თან აფხაზურ ენაზე. ღონისძიების მომზადებაში ჩართული იყვნენ განათლების განყოფილოების აფხაზი მეთოდისტები და ამავე სკოლის აფხაზური ენისა და ლიტერატურის პედაგოგები.

ღონისძიებას სოფელ მზიურის საშუალო სკოლაში, გალის განათლების განყოფილების გამგე ნაირა ამალია ესწრებოდა, რომელმაც პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა კარგად ორგანიზებული ღონისძიებისთვის.

Related posts

სოფელ შამგონადან ოკუპანტებმა გელა როსტობაია გაიტაცეს

რედაქტორი

სოფელ შამგონაში რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი გულად ხუბუა დააკავეს

რედაქტორი

„თითქოს, მიტოვებულ ქალაქში ვარ“ – ომიდან 25 წლის შემდეგ სოხუმში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი