STV
შემთხვევა

მწვავე ინტქოსიკაციით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შუახნის მამაკაცი მოათავსეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში რეანომობილით შუახნის მამაკაცი მწვავე ინტოქსიკაციით გადმოიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც თხილნარში ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაასრულა. ახლობლების განცხადებით, მამაკაცი ჯერ ჩხოროწყუს საავადმყოფოში მოათავსეს, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

STV ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკურ დირექტორს, სულხან ორჟონიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩხოროწყუდან შემოყვანილი პაციენტის თ.რ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია და ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა.

ორჟონიას განცხადებით, პაციენტმა ინტოქსიკაცია სავარაუდოდ ალკოჰოლისგან მიიღო, თუმცა ახლობლები აცხადებენ, რომ მან სახლში გამოხდილი არაყი თხილნარის შეწამლვის შემდეგ მეზობლებთან ერთად დალია.

“პაციენტი ნახა ტოქსიკოლოგმაც და დადგინდა, რომ პაციენტს მიღებული აქვს 850 გრამი ალკოჰოლი, რამაც გამოიწვია ინტოქსიკაცია. რაც შეეხება ფაროსანას შეწამლვას, ახლობლები ამბობენ ამასაც, თუმცა დიაგნოზი ასეთია, ინტოქსიკაცია ალკოჰოლმა გამოიწვია”,-აცხადებს STV-სთან სულხან ორჟონია.

Related posts

„კურიერის“ ჟურნალისტს ეკა გაგუას და ოპერატორს ლევან კალანდიას სცემეს

რედაქტორი

სოფელ ჭითაწყარში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რედაქტორი

ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის [ფოტო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი