STV
რეგიონი

ზუგდიდის უნივერსიტეტში ფინანსური წიგნიერების თემაზე ახალგაზრდულ ინოვაციების ბანაკს უმასპინძლა

ფინანსური განათლების წლის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ“ ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ფინანსური წიგნიერების თემაზე ახალგაზრდულ ინოვაციების ბანაკს უმასპინძლეს.

როგორც ეროვნული ბანკის ფინანსური განყოფილების წარმომადგენელმა მარიამ ვადირაძემ განაცხადა, ღონისძიება ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით წელს მეორედ ტარდება და ახალგაზრდების ამოცანაა წარმოადგინონ იდეები.

ეფექტური მეთოდებითა და ინოვაციური გზებით გადაჭრან არსებული პრობლემები. მისივე თქმით, ინოვაციების ბანაკი ფინანსური წიგნიერების თემაზე – არის იდეების გენერირების 12-საათიანი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გუნდურად იმუშავებენ კონკრეტული ბიზნეს და საგანმანათლებლო გამოწვევის გარშემო.

Related posts

“მადლობა თავისუფლებისთვის” – მდუმარე აქცია ზუგდიდში [ვიდეო]

რედაქტორი

რა პროექტები განხორციელდება სამეგრელოში? – საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ზუგდიდში

რედაქტორი

სამეგრელოს გუბერნატორი ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის კონტროლის მექანიზმებზე პროექტის განხილვას დაესწრო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი