STV
სხვა ამბები

პირველი იანვრიდან საქართველოში პენსია გაიზრდება

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში პენსია გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

როგორც ჟურნალისტებს კაკაურიძემ განუცხადა, მომავალი წლიდან როგორც ასაკობრივი პენსია, ასევე მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსია გაიზრდება.

კაკაურიძის ინფორმაციით, ასევე იგეგმება ა 0-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პენსიის გაზრდაც.

„ბიუჯეტის კანონით პენსია განისაზღვრება, სხვა დანარჩენი – მთავრობის დადგენილებით. როგორც კი ბიუჯეტი დამტკიცდება, მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა კაკაურიძემ.

საპარლამენტო კომიტეტებში 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობენ.
საკანონმდებლო ორგანო დოკუმენტს დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებს, თუმცა მანამდე მთავრობა ბიუჯეტის პროექტის კორექტირებას მოახდენს.

Related posts

დიზაინერი დების ბრენდი ‘’T&N Darchia’’ – ნამუშევრებს უნიკალური ტექნლოგიით ქმნის

რედაქტორი

“შავნაბადა” მზადაა ჩამოსული ტურისტებისთვის ჩაატაროს უფასო მასტერკლასები

რედაქტორი

პირველი “ქართული გაზეთი” 1819 წელს გამოიცა – ქართული მედია 200 წლისაა!

რედაქტორი

დატოვე კომენტარი