STV
ექსკლუზივი

ექსკლუზივი: ქრთამი თუ ჯვრისწერის საჩუქარი? – მოდავე მხარეების ბრალდებები და არგუმენტები

აბაშის სკოლამდელი  სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელს დარეჯან ელიაძეს, სოფელ ნაესაკოვოს ბაღის ყოფილი მასწავლებელი ეკა კუჭუხიძე სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებასა და ქრთამის აღებაში ადანაშაულებს. აღნიშნულ საქმეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იძიებს და აბაშის რაიონული სასამართლო იხილავს.

როგორც STV-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, საქმეში ფიგურირებს „ოქროს ბეჭედი“ და სავარაუდო ქრთამის აღება. ეკა კუჭუხიძის მტკიცებით, ბაღების გაერთიანების ხელმძვანელმა თანამშრომლებისგან ქრთამის სახით „ოქროს ბეჭედი“ აიღო. ფაქტი ბაღის ყოფილმა მასწავლებელმა მას შემდეგ გაახმაურა, რაც ის სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვეს.

აღნიშნული ფაქტი STV-მ აბაშის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან, დარეჯან ელიაძესთან გადაამოწმება. „ოქროს ბეჭდის“ ჩუქების ფაქტს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი  STV-სთან სატელეფონო საუბარში ადასტურებს და აცხადებს, რომ თანამშრომლებისგან საჩუქარად „ოქროს ბეჭედი“ ნამდვილად მიიღო, თუმცა ეს ქრთამი არ იყო.

„ჯვრისწერა მქონდა, ჯვარი დავიწერეთ მე და ჩემმა მეუღლემ. ჩვენ საერთოდ დაბადების დღეებზე თანამშრომლები ფულს ვაგროვებთ და ერთმანეთს საჩუქრებს ვყიდულობთ.ეს ოქროს ბეჭედი ჯვრისწერა მქონდა და თან დაბადების დღე ემთხვეოდა და სამახსოვროდ ბაღების უფროსებმა მაჩუქეს. რა შუაშია აქ ქრთამი ? ამაზე ბაღის უფროსებიც დაიკითხნენ და სასამართლოც იტყვის მის სიტყვას. უბრალოდ საჩუქარი გამიკეთეს, ისევე როგორც მე ვუკეტებ მათ. რაც შეეხება კუჭუხიძის სამსახურიდან გათავისუფლებას, მის წინააღმდეგ იყო მშობლების საჩივრები, ბაღის გამგესა და მასწავლებელს შორის იყო კონფლიქტი. ვერ მოაგვარეს. ავდექი და ორივე გავათავისუფლე სამსახურიდან. გამგეობამ შეისწავლა ეს საკითხი და თქვა რომ ჩაშლილია სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი. შექმნილი იყო სპეციალური კომია. მშობლებისა და მოსწავლეების თანდასწრებით მასწავლებელი და ბაღის გამგე ჩხუბობდნენ,“-აცხადებს დარეჯან ელიაძე.

როგორც აბაშის ყოფილი გამგებელი მამუკა კვიტაშვილი აცხადებს, მის სახელზე მართლა შემოვიდა წერილი ეკა კუჭუხიძის ავტორობით, რომელიც შესაბამის სამსახურებს რეაგირებისთვის გადაეცათ.

„მართალი გითხრათ დეტალები არ მახსოვს, გიდასტურებთ იმას, რომ კუჭუხიძის ავტორობით წერილი ნამდვილად შემოვიდა დაახლოებით მსგავსი შინაარსის და რეაგირებისთვის შესაბამის სამსახურებს გადავუგზავნე,“-აღნიშნა STV-სთან მამუკა კვიტაშვილმა.

ახალი ამბების სააგენტო STV აღნიშნულ თემაზე მუშაობას განაგრძობს.

Related posts

ექსკლუზივი: ზუგდიდის მერია საკადრო ცვლილებებისთვის ემზადება – ვინ გახდება ვიცე მერი?

რედაქტორი

ექსკლუზივი: უკრაინაში ქართველი ბიზნესმენი ირაკლი საბულუა გაიტაცეს

რედაქტორი

წალენიჯიხის ვიცე-მერად ცოტნე შონია დაინიშნა

რედაქტორი

1 კომენტარი

ირმა ოქტომბერი 13, 2018 at 1:45 pm

დარეჯან ელიაძე ერთ-ერთი გამორჩეული, კომპეტენტური, კვალიფიციური კადრია მთელს რეგიონში სუფთა წარსულით. მას ბევრი სასიკეთო საქმე აქვს გაკეთებული განათლების სისტემაში და ასეთ ადამიანებს სათანადოდ თუ ვერ დავაფასებთ, ჩირქს მაინც ნუ მოვსხებთ. დასანანია ძალიან

პასუხი

დატოვე კომენტარი