STV
სპორტი

17 წლის ქართველი ფალავანი სენაკიდან, ახალგაზრდული ოლიმპიურ თამაშების ჩემპიონი გახდა

12 ოქტომბერს, არგენტინაში, ბუენოს აირესში, 17 წლის ქართველი ფალავანი სენაკიდან – გიორგი ჩხიკვაძე (60 კგ) ახალგაზრდული ოლიმპიურ თამაშების ჩემპიონი გახდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენი ქვეყნის სპორტსმენმა ახალგაზრდული ოლიმპიადის ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.

გიორგი ჩხიკვაძემ არგენტინაში სულ სამი ბრძოლა გამართა. პირველ წრეში ქულებით ძლიერი სომეხი მეტოქე საჰაკ ივანესიანი დაამარცხა, მეორეში – ალჟირელ აჰმედ მერიხი, ფინალში, ვადაზე ადრე, ყირგიზელ ელმირბეკ სადიროვთან ბრძოლა დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა.

მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედლის მფლობელი
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, სენაკელი გიორგი ჩხიკვაძე გახდა.

Related posts

ჩხოროწყუში პირველობა გაიმართა ნარდში

რედაქტორი

ფოთში პლაჟის ფეხბურთში ღია პირველობა გაიმართა

რედაქტორი

ჩხოროწყუს მერი სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებულებს შეხვდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი