STV
ყვითელი

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი შვილს ელოდებიან

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი ორსულადაა. სამეფო ოჯახის ახალი წევრი 2019 წლის გაზაფხულზე დაიბადება. ინფორმაციას კენსინგტონის სასახლე ავრცელებს:

“მისი უმაღლესობა სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია სიხარულით გატყობინებთ, რომ სასექსის ჰერცოგინია 2019 წლის გაზაფხულისთვის შვილს ელოდება”.

კენგსინტონის სასახლის განცხადებით, წყვილი მადლობას უხდის საზოგადოებას მხარდაჭერისთვის.

მეგანი და ჰარი ავსტრალიაში 16 დღით გაემგზავრნენ და სწორედ ამ დღეს გავრცელდა ახალი ამბავიც. ეს მათი პირველი ოფიციალური სამეფო ტურნეა ქორწილის შემდეგ. წყვილი 2018 წლის 19 მაისს დაქორწინდა.

სასექსის ჰერცოგინიისა და ჰერცოგის შვილი რიგით მეშვიდე იქნება მათ შორის, ვისაც შესაძლოა სამეფო ტახტი ერგოს.

Related posts

განსაკუთრებული ხელის თხოვნა საქართველოში-ვიდეო, რემელიც სოც ქსელში პოპულარულია

რედაქტორი

ვინსენტ კასელმა ქორწილის მეორე დღეს მეუღლეს სიმღერა მიუძღვნა

რედაქტორი

“კმარას” მაისურები დემნა გვასალიასგან უკვე გაყიდვაში ჩაეშვა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი