STV
სხვა ამბები

მზეკო ჟვანია – დასრულდა ჩემი და “იბერიას” მრავალფეროვანი ყოველდღიურობა

“1 წელი და 1 თვე…
დასრულდა ჩემი და იბერიას მრავალფეროვანი ყოველდღიურობა… ძალიან მიჭირს ასეთ დროს საკუთარ თავს და თქვენ რამე გითხრათ… რთულია, როცა აცნობიერებ, რომ საუკეთესო გუნდთან მუშაობის ყველა ეტაპი არ ამოწურულა და ამდენი ბრძოლის მიუხედავად მაინც დასრულდა ჩვენი თანაცხოვრება ჩემო ძვირფასო კოლეგებო, ჩემო მეგობრებო…  მადლობა ყველა თქვენგანს, რომ ასეთი კარგები იყავით… მე თქვენ ძალინ მიყვარხართ

არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც მჯერა, რომ იბერია გაბრწყინდება “,-ასეთი სახის სტატუსი განათავსა სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “იბერიას” სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტმა მზეკო ჟვანიამ.

ჟურნალისტს STV დაუკავშირდა. მას იმედი აქვს, რომ “იბერია” მაუწყებლობას მოკლე ხანში ისევ აღადგენს.

“არ ვიცი რატომ, მაგრამ მაქვს დიდი იმედი, რომ მაუწყებლობა ისევ აღდგება. ამ იმედს მაძლევს თუნდაც ის, რომ ჯერ არავის მოუთხოვია მანქანის ან ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკის დაბრუნება. დარწმუნებული ვარ, რომ მაუწყებლობა კვლავ აღდგება”-აცხადებს ჟვანია.

STV-მ მზეკო ჟვანიასთან საუბარში ისიც გაარკვია, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას კონკრეტული ჟურნალისტისთვის ბოლო თვის ხელფასი არ გადაუხდია. მზეკო ჟვანიას განცხადებით, ტელევიზიის ხელმძღვანელობისგან მიიღო დაპირება, რომ ხელფასი დაირიცხება.

“მხოლოდ ბოლო თვის ხელფასი არ გადაუხდიათ. დაგვპირდნენ, რომ მალე იქნება. აქვე ისიც მინდა დავძინო, რომ რაც პრობლემები შეიქმნა იბერიაში ხელფასები დროულად იყო. ბოლო თვის ხელფასმა კი დააგვიანა”-აცხადებს ჟურნალისტი.

 

Related posts

ქელეხში გადახდილი 120 ლარი და სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანია

რედაქტორი

თათია ახალაიამ ნიუ-იორკის მოდის კვირეულის შოუ გახსნა

რედაქტორი

დამოუკიდებლობის დღეს “შავნაბადა” ლარსის გამშვებ პუნქტზე იმღერებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი