STV
კრიმინალი

ედიშერ სიგუა მარტვილის პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ნაგვაზაოს მცზოვრები 37 წლის ედიშერ სიგუა მარტვილის პოლიციას ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. როგორც სიგუა აცხადებს პოლიციელებმა ის ნასვამ მდგომარეობაში დააკავეს და ჯერ გზაში, შემდეგ კი უკვე პოლიციის განყოფილებაში სცემეს.

ედიშერ სიგუა ასახელებს მარტვილის პოლიციის უფროსის მოადგილეს, თორნიკე შულაიას, რომელიც მისი თქმით, სამ სხვა თანამშრომელთან ერთად სცემდა. სიგუას განმარტებით, ცემისას მან გონება დაკარგა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ ედიშერ სიგუასა და სამართალდამცავებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიება 2018 წლის 22 ოქტომბერს დაიწყო.

მარტვილის რაიონის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მიღებული შეტყობინებით საქმე აღიძრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კი პოლიციამ ედიშერ სიგუა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ ის 1000 ლარით დააჯარიმა.

Related posts

სოფელ ერგეტაში მამაკაცმა ბიძა ეჭვიანობის მოტივით მოკლა

რედაქტორი

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ზუგდიდის მერს და ვიცე-მერს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება

რედაქტორი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი