STV
რეკლამა

სალომე ზურაბიშვილი – კულტურა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა

კულტურა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა რუსთაველის თეატრში კულტურის სფეროს წარმომადგენლებთანშეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, შეიქმნება კულტურის საბჭო, რომელიც კულტურის დარგის მთავარი პრიორიტეტების განსაზღვრას დაიწყებს.
„ვაგრძელებ თემატურ შეხვედრებს იმის მიხედვით, რა იქნება მომავალი პრეზიდენტის პრიორიტეტები. დღეს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან მქონდა შეხვედრა. ეს ის დარგია, რაც არსებითად მნიშვნელოვანიასაქართველოსთვის, ეს არის მისი ღერძი. კულტურა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა.

ბედნიერი ვარ, რომ დღეს კულტურის სფეროს სახელოვანი წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ არჩევნების შემდეგ შეიქმნება კულტურის საბჭო და ერთად დავიწყებთ კულტურის დარგის მთავარიპრიორიტეტების განსაზღვრას, გამორკვევას იმისას, რა უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, რომ იყოს მათი წარმომადგენელი აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, რომ თავის ადგილას დადგეს საქართველოშიკულტურა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Related posts

პრინციპული არჩევანი – ზუგდიდი ირჩევს სალომეს (ნაწილი IV)

რედაქტორი

სოფელ ახუთში ასფალტირებული გზა იგება

რედაქტორი

ზაზა გაბუნია: 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აღდგება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი